რუსული არმია უკრაინაში საჰაერო შეტევებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა ვინიცას მახლობლად მდებარე აეროპორტზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აეროპორტი განადგურებულია.
კიევის რეგიონში, ქალაქ ირპენში რუსეთის ძალებმა ნაღმტყორცნები ესროლეს ხიდს, რომლის გავლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ 4 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ვინიცას დასახლებაზე 8 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ზელენსკი პარტნიორების მხრიდან საჰაერო სივრცის დაკეტვას კიდევ ერთხელ მოითხოვს.