უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების ოჯახებისთვის სპეციალური ვებგვერდი - „ოკუპანტი“ შეიქმნა

06 მარტი 2022, 15:30 1298 ნახვა

’’შევქმენით გვერდი რუსი სამხედრო ტყვეების მონაცემების შესახებ - სახელად „ოკუპანტი“, - იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. ამ ვებგვერდზე თავს მოიყრის ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან შეიჭრნენ.

უწყების ცნობით, პორტალის გამოყენება შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს, კერძოდ, ჯარისკაცების ოჯახებს, ან მათ ნაცნობებს პატიმრების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუს სამხედროებს ექცევიან სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად, ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტანსაცმლით და მკურნალობით. 

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი