უკრაინა ნატოს საყვედურობს, პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს - ომის მეათე დღე

05 მარტი 2022, 20:43 1988 ნახვა

ნატომ უკან დაიხია უკრაინის დახმარებისგან, როცა უარი თქვა ეზრუნა უკრაინის თავზე ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნისთვის რუსეთის თავდასხმის დროს.ამის შესახებ ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ამ საკითხზე  ნატოს გენერალურმა მდივანმა, სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად, თქვა, რომ ფრენისგან თავისუფალი ზონის შექმნა ნიშნავს ნატოსა და რუსეთის პირდაპირ კონფლიქტს. რუსეთის პრეზიდენტმაც პირდაპირი მინიშნება გააკეთა რომ თუ ნატო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩაერთვება, ამას ბირთვული შედეგები ექნება.

დღეს მოლაპარაკებების ერთადერთი შეთანხმება - ჰუმანიტარული დერეფნის უზრნველყოფაც არ მოხდა. რუსეთმა ე.წ სიჩუმის რეჟიმი დაარღვია, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიოპოლისა და მისი შემოგარენის დაბომბვას.

კიდევ რა განცხადებები კეთდებოდა  მთელი დღის განმავლობაში და როგორია ამ დროისთვის ვითარება უკრაინაში? თემო სალუქვაძე თემის დეტალებით

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი