ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მწვავედ გააკრიტიკა

05 მარტი 2022, 12:49 1132 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინელ ხალხს მიმართა და არასაფრენი ზონის გამოუცხადებლობის გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მწვავედ გააკრიტიკა. ომში მყოფი უკრაინის ლიდერის გამოსვლის მთავარი გზავნილები უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

„ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან, თქვენს გამო დაიღუპებიან“ - მიმართა მან ნატოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ. განაცხადა, რომ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, როდესაც უარი თქვა უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნაზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი