ნატო უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის დანერგვას განიხილავს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დღეს, 4 მარტს დაიწყება. ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო განიხილავს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შესაძლო შემოღებას. დისკუსია უნდა მოხდეს პარასკევს აშშ-ს ეგიდით სამხედრო ალიანსის სამიტზე.