მოვუწოდებ პუტინს, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს ომი - მიხაილ ხადარკოვსკი

04 მარტი 2022, 11:34 1044 ნახვა

ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუშვა "ისტორიული შეცდომა".

მან, მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, რომ გააკეთოს ყველაფერი ომის შესაჩერებლად.

მისივე თქმით, პუტინის ბრძანება ამ ქვეყანაზე თავდასხმის შესახებ იყო ემოციური ნაბიჯი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ლიდერი სულ უფრო მეტად ავლენს პარანოიის ნიშნებს.

"პუტინმა "ბევრი შეცდომა" დაუშვა უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის მომზადებისას, ოცი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი გარშემორტყმული იყო მრჩევლებით, რომლებიც ვერ ბედავდნენ სიმართლის თქმას, ამიტომ მან ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობის მასშტაბები, ფიქრობდა, რომ უკრაინელები რუს სამხედროებს ყვავილებით შეხვდებოდნენ.  ამ ომით პუტინმა პოლიტიკური „თვითმკვლელობა“ ჩაიდინა, რადგან კიევისა და ხარკოვის დაკავების შემთხვევაშიც კი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი რამდენიმე წელიწადში დაინგრევა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული საზოგადოება დიდწილად მხარს უჭერს ომს კრემლის პროპაგანდისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის გამო, ეს პოზიტიური დამოკიდებულება შეიცვლება,  მოსახლეობა ეკონომიკური სანქციების და საერთაშორისო იზოლაციის შედეგებს გამოცდის", - განაცხადა ხადარკოვსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი