რუსეთის მთავარი ამოცანა კიევის ალყაში მოქცევაა - უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი

04 მარტი 2022, 11:20 954 ნახვა

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მთავარი ამოცანა არის კიევის ალყაში მოქცევა, წინააღმდეგობის შესუსტება და დასახლებული პუნქტების ბლოკირება.

მათივე ცნობით, რუსეთმა ოპერატიული რეზერვების ძირითადი ნაწილი ამოწურა და დაიწყო მზადება უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად.

გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარიუპოლი მოქცეულია ალყაში, ლუგანსკის და სტარობელსკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება, ასევე გრძელდება შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით და დაფიქსირებულია რუსი სადესანტო ძალების ჩართვა ნიკოლაევის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლაში.

შეინიშნება დიდი რაოდენობით ტექნიკისა და მანქანების გადაადგილება დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შავ ზღვაში ასევე მობილიზებულია რუსული გემები. მიმდინარეობს მზადება დესანტის გადასასხმელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი