უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება დღეს გაიმართება

03 მარტი 2022, 15:02 628 ნახვა

უკრაინა - რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი 1 საათში დაიწყება. ინფორმაციას რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკება იგივე შემადგენლობით გაიმართება.

პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 4 დღის წინ შედგა.

მხარეები სამი საათი საუბრობდნენ, თუმცა კონკრეტულად  ვერაფერზე  შეთანხმდნენ.

ამასთან, რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან სამ ბლოკიანი შეთავაზება აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში