„სიცოცხლე სიკვდილს დაამარცხებს, ხოლო სინათლე სიბნელეს“ - უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებით ჟურნალი თაიმის ახალი ნომერი დაიბეჭდა. ეს სიტყვები, რომელიც გავლენიანმა გამოცემამ ჟურნალის გარეკანზე გაიტანა, უკრაინის ლიდერმა ევროპარლამენტში ვიდეომიმართვის დროს წარმოთქვა.
სასტიკი რუსული აგრესიის პირისპირ ვლადიმერ ზელენსკის გაბედულმა ქმედებებმა შთააგონა მისი ხალხი და მთელ მსოფლიში დემოკრატია გამოაფხიზლა - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინის პრეზიდენტის სურათს გარეკანზე აქვეყნებს იტალიური გამოცემა ვენითი ფეარიც. გამოცემის მთავარი რედაქტორი წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული ომი მთელ ევროპას ეხება.
უკრაინის პრეზიდენტი მთელი მისი ხალხით დაუძლეველი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის კონფლიქტი, რომლის შეუფასებლობა და უგულებელყოფა შეუძლებელია - წერს იტალიური გამოცემა.