საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს - პოლიტიკური შეფასებები

03 მარტი 2022, 12:10 862 ნახვა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით დღეს გააკეთებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება, გუშინ  „ქართული ოცნების“  წევრებმა გააჟღერეს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ამას 2024 წელს გეგმავდა და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთებაზე მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული. 

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ევროკავშირში წევრობის დაჩქარებული წესით მოთხოვნის საკითხი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლოდვისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში