ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში გირჩების ტრადიციული გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 50 სახეობის სხვადასხვა გირჩი და გირჩისგან მომზადებული თაფლი იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს გირჩებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენაც შეეძლოთ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინიციატივით გირჩების გამოფენა უკვე მესამე წელია იმართება.