პუტინი ახლა მსოფლიოსგან იზოლირებულია ისე, როგორც არასდროს - ჯო ბაიდენი 

02 მარტი 2022, 10:22 997 ნახვა

პუტინს წარმოდგენა არ აქვს რა ელის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არასწორად გათვალა დასავლეთის რეაქცია მის უკრაინაში შეჭრაზე.

''ექვსი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იფიქრა, რომ შეარყევდა თავისუფალი მსოფლიოს საფუძველს, ფიქრობდა, რომ თავისი მუქარის გზით დააჩოქებდა, თუმცა ის ძლიერად შეცდა. პუტინი ფიქრობდა, რომ თავს დაესხმებოდა უკრაინას და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, რომელსაც ვერასდროს იფიქრებდა ან წარმოიდგენდა, მას დახვდა უკრაინელი ხალხი. პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშროება, სიმამაცე და სიმტკიცე შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეების ჯგუფები ბლოკავენ აჩერებენ საკუთარი სხეულით, ყველა –  დაწყებული სტუდენტებით, დამთავრებული პენსიონერებით და მასწავლებლებით, გახდნენ ჯარისკაცები და იცავენ საკუთარ სამშობლოს. ამ ბრძოლაში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ევროპარლამენტში გამოსვლისას, სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ჯო ბაიდენის თქმით, რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის.

“მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ სასტიკი რეჟიმის პირობებში მილიარდობით დოლარი მოიხვეჭეს - დასრულდა! ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოვართვათ მათ იახტები, ძვირად ღირებული აპარტამენტები, კერძო თვითმფრინავები. მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერ შემოსავლებს," - აღნიშნა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი