"Adidas"-მა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან თანამშრომლობა შეწყვიტა

01 მარტი 2022, 19:20 1124 ნახვა

კომპანია "ადიდასმა" უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი ომის გამო, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და შესაბამისად, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან პარტნიორული ურთიერთობა გაწყვიტა. 

"ადიდასი" რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2008 წლიდან თანამშრომლობდა.

ცოტა ხნის წინ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ეროვნული ნაკრები (ასევე რუსული კლუბებიც) თავიანთი ტურნირებიდან მოკვეთეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი