უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას არაერთი სფეროს წარმომადგენელი გმობს. ბოლო დღეებში აქტიურად წერენ და ვიდეოებს ავრცელებენ, რეჟისორები, მსახიობები, ტელეწამყვანები, მომღერლები, მწერლები, კომიკოსები, კინოკრიტიკოსები. როგორც ამბობენ, ის, რაც ახლა ხდება, გულს ტკენთ და სამარცხვინოა. ნაწილი პირდაპირ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, ნაწილი მხოლოდ ომს გმობს და რუსეთის ბრალეულობაზე არ საუბრობს.