ოკუპანტებმა ხარკოვი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის განცხადებით, არის ათობით გარდაცვლილი და ასობით დაჭრილი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.