საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: უკრაინული გემი გადასახადებისგან განთავისუფლდება

28 თებერვალი 2022, 11:48 785 ნახვა

“უკრაინული გემი სახელმწიფო გადასახადებისგან განთავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი - სახელმწიფო იზრუნებს”-ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება.ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი “VILNIUS“, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდისგან განთავისუფლდა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, ბორანს უფასოდ მოემსახურა სალოცმანო კომპანია “ფოთი პაილოტიც”.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სურვილის შემთვევაში, გამოეგზავრებიან ბათუმში და უსასყიდლოდ განთავსდებიან სასტუმროში”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში