,,მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი პერიოდი იქნება უკრაინისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოკუპანტები სამხედრო იერიშის განაგრძობენ. დაიბომბა ზაპოროჟიეს აეროპორტიც. ოკუპანტებმა გაანადგურეს სკოლის შენობა ხარკოვის ცენტრში. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.
მოლაპარაკებების დაწყებამდე კი ცნობილი ხდება , რომ ბელარუსი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას შეუერთდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, დღეს გადადგას.