ფოთის ნავსადგურში გაჩერებული უკრაინული გემი გადასახადებისგან განთავისუფლდება - ტრანსპორტის სააგენტო

28 თებერვალი 2022, 10:39 1634 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი ბორანი “VILNIUS“, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან 27 თებერვალს, ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.

თამარ იოსელიანის განმარტებით, უკრაინული გემი სახელმწიფო გადასახადებისგან განთავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი - სახელმწიფო იზრუნებს. 

''საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი განთავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების გადახდის ვალდებულებისგან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბორანს უფასოდ მომემსახურა სალოცმანო კომპანია “ფოთი პაილოტიც”.  სახელმწიფო გადასხდელებთან ერთად, გემი განთავისუფლდა სალოცმანო მომსახურების საფასურისგანაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სურვილის შემთვევაში, გამოეგზავრებიან ბათუმში და უსასყიდლოდ განთავსდებიან სასტუმროში”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში