Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობა ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალება

27 თებერვალი 2022, 21:26 1231 ნახვა

ევროკავშირი აკრძალავს რუსული პროპაგანდისტული ბლოკის Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობას ყველა წევრ ქვეყანაში.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. 

მან აღნიშნა, რომ კრემლი ჩართულია მასიურ დეზინფორმაციულ კამპანიაში უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.

„დღეს ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ევროპაში რუსული ინფორმაციის მანიპულაციის ონკანის გამოსართავად. ჩვენ ვუკრძალავთ Russia Today-სა და Sputnik-ს ევროკავშირში მაუწყებლობას“, - თქვა ბორელმა.

„პუტინს არა მხოლოდ მიწის წართმევა სურს, მას ასევე სურს ხალხის სულების წართმევა ტოქსიკური შეტყობინებებით, ტყუილით“, - დასძინა მან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი