ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათივე თქმით, მთავარია ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა. იხსენებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტამდე აღწევს ინფორმაცია ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ და მნიშვნელოვანია რომ საკუთარ ქვეყანაში ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები სწორედ სხვა ქვეყნების მხარდაჭერამ უნდა გააძლიეროს, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის.
მოქალაქეებთან ერთად, მხარდასაჭერ აქციას აქციას ბაიკერების ჯგუფი შეუერთდა მათ უკრაინის დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს.
ისმის მხარდასაჭერი შეძახილები. გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.