კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები

26 თებერვალი 2022, 17:09 1329 ნახვა

ქვეყნის დედაქალაქში ღამის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, თუ თავშესაფარში გადასვლას არ აპირებენ ან თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის  საწარმოებში არ მუშაობენ.

ამასთან აღნიშნა, რომ დედაქალაქში მეტრო გადავიდა თავშესაფრის რეჟიმში და მგზავრთა ტრანსპორტირებას არ მოახდენს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი