რუსულმა ავიაციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს რაკეტა ესროლა. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. განხორციელდა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია.
საოკუპაციო ძალებმა კიევში მდებარე საწყობებში საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს, დაღუპულია ერთი ადამიანი. საწყობებში ხანძარია. ცეცხლი მიმდებარე ავტოფარეხებს მოედო.
რუსული ავიაციის სამიზნე გახდა კიევის წყალსადენის კაშხალიც. უკრაინელმა სამხედროებმა საფრთხის დროულად გაუვნებელყოფა მოახერხეს, რითაც დედაქალაქი დატბორვას, ათასობით ადამიანი სიკვდილს და ქვეყანა კატასტროფულ ზარალს გადაურჩა. მოქალაქეები მედიასთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობენ.