ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება

25 თებერვალი 2022, 14:15 5181 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. ფინალს სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად 28 მაისს პარიზი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება UEFA-მ  ცოტა ხნის წინ მიიღო.

„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა 2021/22 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში, Stade de France-ზე ​ გადაიტანოს. თამაში როგორც დაგეგმილი იყო შაბათს, 28 მაისს, 21:00 საათზე ჩატარდება“, - აღნიშნულია UEFA-ს განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის გადატანას მოითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი