კიევში კომენდანტის საათი დაწესდა

24 თებერვალი 2022, 19:31 1113 ნახვა

უკრაინის დედაქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ამის შესახებ Telegram-ზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა.

კომენდანტის საათი 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„კომენდანტის საათი იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის პირობებში ეს აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს. ამასთან, მეტროპოლიტენის სადგურები თავშესაფრისთვის 24-საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი“, - წერს კლიჩკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი