პოლიციას ახალი დანაყოფი დაემატა. დღეიდან საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.