აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

23 თებერვალი 2022, 18:45 1224 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის საკრებულოს წევრებმა აქცია გამართეს.

ამბობენ, რომ გზის ეს მონაკვეთი, რომელიც სოფელ ლეღვას კვეთს, 6-თვეზე მეტია ამორტიზებულ მდგომარეობაშია. აცხადებენ, რომ საავტომობილო გზაზე, შპს "ბონდი ჯგუფი" ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების წევრის კომპანიაა, ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. 6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზების დეპარტამენტის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს 14-კილომეტრიანი, ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია ახორციელებს. პროექტი, როგორც უწყებაში გვითხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში