ხელოვნური კუნძულის პროექტი-ზღვის გეოლოგიური კვლევა

23 თებერვალი 2022, 18:40 2072 ნახვა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ზღვის გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს . კვლევას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დაკვეთით საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია,  Zemin Teknik-ი ანხორციელებს.  Zemin Teknik-ის საბურღი გემი ბათუმში 21 თებერვალს შემოვიდა და კვლევების ჩასატარებლად 15 მარტამდე გაჩერდება. კომპანია ხელოვნური კუნძულის ადგილას  შესაბამის ექსპერიმენტებს ჩაატარებს და ნიადაგის ძირითად ნიმუშებს შეისწავლის „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი თამარის დასახლებაში, ზღვის ზღვაზე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას  ითვალისწინებს. პროექტის  მიხედვით  ხელოვნურ კუნძულზე დაგეგმილია  ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება სექტემბერში   გაფორმდა.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი