ბათუმის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელშიც გაწევრიანება 14-დან 29 წლამდე ბათუმში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.
წევრების შესარჩევად კონკურსისთვის საბუთების მიღება 7 მარტამდე გაგრძელდება.
მთავარი მოთხოვნაა, რომ კონკურსანტი არ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში.
საბჭო განიხილავს და მერს წარუდგენს მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს და მერს ბიუჯეტში გასათვალისწინებლად პროექტებს წარუდგენს.