დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება პოლიტიკური რეაქცია - კობახიძე

20 თებერვალი 2022, 14:54 1193 ნახვა

„მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს“. მოიაზრება თუ არა ზელნსკის ამ განცხადებაში საქართველო? - კითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა. მისივე თქმით, სურვილი უკრაინაში ომის არდაშვებაა, თუმცა, მისი განცხადებით შესაძლოა შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში