პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მიუნხენში

19 თებერვალი 2022, 12:56 1141 ნახვა

უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, პრემიერ- მინისტრი, მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ისრაელის ვიცე-პრემიერს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.

მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი