ბლინკენი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

16 თებერვალი 2022, 18:33 1201 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო  მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება უკრაინის სუვერენიტეტს  უთხრის ძირს.  ამერიკელმა დიპლომატმა   მიანიშნა, რომ  კრემლის მიერ ამ დე ფაქტო  რესპუბლიკების აღიარება რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებებით დაკისრებულ ვალდებულებებზე სრული უარის ტოლფასი იქნება.  ბლინკენმა ლუგანსკსა და დონეცკთან მიმართებაში ამ რეზოლუციის მიღებას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა და  აღნიშნა, რომ იგი ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის მიერ ნაკისრ  ვალდებულებებს დიპლომატიური მუშაობა გააგრძელოს  ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მინით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი