ბრიტანულმა გამოცემებმა უკრაინაში ომის დაწყების თარიღი შეცვალეს

16 თებერვალი 2022, 14:39 2624 ნახვა

ბრიტანული გამოცემა „Mirror-მა“ არ მიბაძა  ბრიტანულ „The Sun-ს“ და არ შეცვალა  მანამდე  გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც   უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ზუსტი თარიღი იყო მითითებული.  ამის ნაცვლად მირორმა ახალი მასალა დაბეჭდა იმის შესახებ, რომ შეჭრა არ მოხდა. 

გამოცემა “სანმა” კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაცია შეასწორა, რომელმაც საინფორმაციო  სივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

ინფორმაციის პირვანდელ ვერსიაში  მითითებული იყო, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვლის ღამის პირველ საათზე შეიჭრებოდა. 

თუმცა როცა ასე არ მოხდა, მასალის ავტორებმა შეცვალეს ფორმულირება და  ახლა სტატიაში  წერია, რომ  რუსეთი მზადაა უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიჭრას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი