ტურნირი მინი ფეხბურთში

06 აპრილი 2016, 00:00 5400 ნახვა

მინი-ფეხბურთში ლევან ხურციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო. მასში ძალოვანი სტრუქტურების 8 გუნდი მონაწილეობს, შეჯიბრება წრიული პრინციპით მოხდება. პირველი მატჩი სამთავრობო დაცვასა და კრიმინალურ პოლიციას შორის გაიმართა და ანგარიშით 5-0 დასრულდა. ასევე ერთმანეთს შეხვდნენ "სადი" და ობიექტის დაცვა, რომელიც "სადის" გამარჯვებით 3-2 დასრულდა. დღეს ერთმანეთს საპატრულო პოლიცია - შემოსავლების სამსახურს, სამაშველო სამსახური კი იუსტიციის სახლს შეხვდება, გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში