უკრაინა ომის ზღვარზე

15 თებერვალი 2022, 19:53 835 ნახვა

უკრაინის საგარეო უწყების მკვეთრი განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიმართვის გამო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი, რომ მან „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციები. უწყების ინფორმაციით, „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარებას რაიმე სამართლებრივი შედეგი არ ექნება. პარალალეურად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში