საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად გერმანიის კანცლერმა უარი თქვა რუსული პი-სი-არ ტესტის გაკეთებაზე. შოლცი რუსეთში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. იგი უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით პრეზიდენტ პუტინთან გამართავს შეხვედრას.
მოსკოვში ჩაფრენისთანავე გერმანიის კანცლერს კოვიდ-19-ზე ტესტი რუსეთში გერმანიის საელჩოდან ექიმმა გაუკეთა.
გერმანული გამოცემის ბილდის ინფორმაციით, რუსულ მხარეს გერმანულ სამთავრობო თვითმფრინავში დამკვირვებლის გაგზავნის ნება დართეს, რომელმაც პი-სი-არ ტესტის ჩატარების პროცესი გააკონტროლა. ვარაუდობენ, რომ კრემლში შოლცისა და პუტინის შეხვედრა რამდენიმე საათს გასტანს.