ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

15 თებერვალი 2022, 10:14 771 ნახვა

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის ‘’დინამომ’’ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ‘’ინჰულეცს’’ დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. საბოლოო ჯამში ‘’დინამომ’’ შეხვედრა 2-1 მოიგო. წინა სასეზონო პერიოდში ბათუმელებმა თურქეთში 7 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს. აქედან 2 გეგუჩაძის გუნდმა მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 ში დამარცხდნენ.

‘’დინამო’’ სუპერთასის შეხვედრაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის ‘’საბურთალოს’’ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგა კი 25 თებერვალს აიღებს სტარტს.

პირველ ტურში ბათუმელები  ბოლნისის ‘’სიონს’’ უმასპინძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი