თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდვირუსის შემდგომი გართულებებით, ის კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.
საუნივერსიტეტო კლინიკიში აცხადებენ, რომ თამაზ მეჭიაურს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ის დღეს დილით გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.