87 წლის მედიკოსზე მოგიყვებით, რომელიც ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 650-მდე პაციენტს სამედიცინო დახმარებას ყოველდღიურად უწევს.
გუგული ლეონიძე თანასოფლელებთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრიან გზას ფეხით გადის, პაცინეტების ნაწილს კი სოფლის ცენტრში არსებულ თემის სამედიცინო პუნქტში ღებულობს. იგი ნახევარი საუკუნეა პაციენტების სამსახურშია.