ვაქცინაციის მორიგი კამპანია სოფელ სალიბაურში. მოქალაქეები, როგორც პირველი დოზით, ასევე ბუსტერით აიცრნენ. აჭარაში სოფლად ვაქცინაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა გრძელდება თებერვლის განმავლობაში.
50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს.