“ლეიბორისტული პარტია“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

09 თებერვალი 2022, 18:17 878 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის“ წევრები პარლამენტში იმყოფებოდნენ. პარტიის წევრის მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, დღეიდან პარლამენტში პარტიის ოფისს ხსნიან, რომლის კარიც ყველასთვის ღია იქნება.

რაც შეეხება პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოცხადდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში