საქართველოს ძიუდოს ნაკრები მესამე ტურნირზე 15 სპორტსმენით გამოვა

07 თებერვალი 2022, 17:07 906 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები წლის მესამე ტურნირზე 15 ძიუდოისტით წარსდგება. თელ ავივის გრანდ სლემი 17-19 თებერვალს გაიმართება.

მამაკაცთა 7 წონით კატეგორიაში 12 სპორტსმენი იასპარეზებს, ხოლო ქალებში 3 წონაში 3 წარმომადგენელი გვეყოლება.

  • -60 კგ: ირაკლი კუპატაძე
  • -66 კგ: გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე
  • -73 კგ: ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე
  • -81 კგ: ლევან გუგავა
  • -90 კგ: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი
  • -100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
  • +100 კგ: გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე;
  • -52 კგ: მარიამ ჯანაშვილი
  • -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
  • +78 კგ: სოფიო სომხიშვილი

ცოტა ხნის წინ საქართველოს ძიუდოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იყო სადაც ჯამში 4 მედალი მოიპოვა. აქედან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. მანამდე კი ძიუდოს ნაკრებმა   პორტუგალიში 1 ბრინჯაოს მედალი აიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში