თურქეთის პარტიის „ვათანის“ გენერალური მდივანი დოღუ პერინჩეკი შავ ზღვაზე აშშ-ის მოწვევას რეგიონისთვის საფრთხისშემცველად და დაუშვებლად მიიჩნევს.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ერთი შეხედვით, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ თურქეთშიც ფიქრობენ, რომ ეს სახიფათოა ანკარისთვისაც. საბერძნეთი და უკრაინა თურქეთის ცხვირწინ არიან, აშშ-ი კი ორივე ქვეყანას პროვოკაციების განსახორციელებლად შეიარაღებით და თვითმფრინავებით ამარაგებს. ვიცით, რომ უკრაინა, ისევე როგორც საბერძნეთი ვაშინგტონის ინტრესებს ემსახურებიან. აშშ-ის შავ ზღვაზე გამოჩენას მძიმე შედეგები მოჰყვება. აუცილებელია შავ ზღვაზე არ დავუშვათ გარეშე ძალები - აცხადებს პერიჩეკი.
პოლიტიკოსის თქმით, აშშ-ი მხარს უჭერს თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელიც თავის მხრივ თურქი მქადაგებლის ფეთხულა გიულენის ორგანიზაციასთან ფეტოსთან თანამშრომლობს.