ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოში

05 თებერვალი 2022, 12:05 1071 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში ახალი ადმინისტრაციული, მრავალფუნქციური შენობა  აიგება.  ძველი შენობა, სადაც ამჟამად მერიის წარმომადგენლობის კაბინეტები და კომერციული ობიექტებია განთავსებული, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.

ახალი შენობის პროექტი  მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია და იგი 834  ათას 604  ლარი დაჯდება. ახალ შენობას ფუნქციურად იგივე დატვირთვა ექნება და მასში  როგორც ადმინისტრაციული, ასევე  კულტურული და  კომერციული ფართები  განთავსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი