ლეღვაში გაზსადენი არის, გაზი - არა

05 თებერვალი 2022, 12:25 933 ნახვა

ქობულეთში სოფელ ლეღვაში გაზსადენი მილები ბუნებრივი აირის დაერთებამდე უკვე დაზიანდა. მორყეულია  საყრდენი ბოძები, გაუმართავია გადაბმის ადგილები, არ არის დამონტაჟებული მრიცხველები. მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი რატომ არ ჩაირთო გაზი, როცა გაზსადენი მილების მოწყობა გასულ წელს  დასრულდა. აქ მოსახლეობა გასათბობად ძირითადად შეშის ღუმელს იყენებს, ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის ჩართვა როგორც ტყის დაზოგვის ასევე მათთვის ნაკლები ხარჯის გარანტი იქნება.

ლეღვა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, სადაც 900-მდე კომლია რეგისტრირებული.

გაზიფიკაცია სახელმწიფომ დააფინანსა, თუმცა შედეგი დღემდე არ არის.  სოფელ ლეღვაში, გაზსადენის მონტაჟი და ტექნიკური სამუშაოები, შპს საქართველოს  გაზის ტრანსპორტის კომპანია“-მ  განახორციელა, კომპანიიდან  გვიპასუხეს, რომ „უხვი ნალექისა მეწყერის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის, ლეღვაში დაზიანდა გაზსადენი. მიმდინარეობს აღდგენა და გამაგრება, რომლის დასრულების შემდეგ მოხდება გაზმომარაგებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში