4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში 35 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დროებით დახურულია 19 სკოლა. მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ.
დისტანციურ სწავლებაზეა:
• ქობულეთში - 4;
• ხელვაჩაურში - 4;
• ქედაში - 5;
• შუახევში - 1;
• ხულოში კი -2 სკოლა.
სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზეა სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის 180-მდე კლასი.
ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 თებერვლიდან 10-მდე სკოლაში სწავლა საკლასო სივრცეში გაგრძელდება.