ბათუმის დინამომ თურქული შეკრების მეორე ეტაპზე ოთხი მატჩი ჩანიშნა

02 თებერვალი 2022, 14:50 974 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის დინამო''თურქულ შეკრებას განაგრძობს. დღეიდან დინამო მზადების მეორე ეტაპს დაიწყებს. ბათუმელებმა შეკრების ფარგლებში 4 საკონტროლო მატჩიც დაგეგმეს.

გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ბელგრადის ‘’პარტიზანთან’’ ყაზანის ‘’რუბინთან’’, ლვოვის ‘’ლვივთან’’ და ტალინის “ლევადიასთან’’ გამართავს.

მზადების პირველ ეტაპზე გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით გუნდმა  ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის ''დინამო'' საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში  20 თებერვალს ქუთაისში დავით ყიფიანის თასის მფლობელ „საბურთალო“ შეხვდება. ხოლო 26 თებერვალს ეროვნული ლიგის  გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი