აშშ: არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად

01 თებერვალი 2022, 09:58 619 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხი განიხილეს.

საუბრის ძირითადი ნაწილი აშშ-ისა და რუსეთის მუდმივ წარმომადგენლებს შორის კამათს დაეთმო, რომლებიც კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, ვიმოქმედებთ გადამწყვეტად, სწრაფად და ერთხმად – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა.

თავის მხრივ რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ კვლავ უარყო კრემლის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე და ამერიკულ მხარეს სთხოვა წარმოედგინა „რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ფაბრიკაციებისა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას აპირებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი