ქობულეთის პროფესიული კოლეჯი "ახალი ტალღა " კორონავირუსის გავრცელების გამო ერთი თვით, პირველ მარტამდე დაიხურა და სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა.
დროებით შეჩერდა კოლეჯში პრაქტიკული მეცადინეობებიც.
პროფესიული კოლეჯის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის კახა ბოლქვაძის განცხადებით, ვირუსი პირველად ადმინისტრაციის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდგომ კი რამდენიმე სტუდენტს.
მისივე თქმით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სასწავლებელი სრულად იზოლაციაში გადაიყვანეს და ლექციები 1-ელ მარტამდე დისტანციური სწავლების მოდელით წარიმართება.