ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა: ჯემალ კარალიძემ, ნუგზარ მგელაძემ და გალინა მეფარიშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის,2021 წლის ფუნდამენტური კვლევების, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს. პროფესორებს და მკვლევრებს 3 წელი აქვთ იმისათვის, რომ პროეტქებზე კვლევები ჩაატარონ. საერთო ჯამში, 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე 580 პროექტი დარეგისტრირდა, დასაფინანსებლად შეირჩა 123 პროექტი.