კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა 

31 იანვარი 2022, 17:19 1198 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შეიტანა.

განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

ასევე დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება ან
გამწვავება პროგრესირებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თუ ბავშვი ერთ წელზე ნაკლები ასაკისაა. 

. კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია,

 

. სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა,

 

. ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა),

 

. გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება.

 

ნერვ-კუნთოვანი დაავადება.

 

. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი).

 

. მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.

პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი